კოლუმბიის პრეზიდენტი გუსტავო პეტრო - დონალდ ტრამპი ვენესუელის დემოკრატიზაციაზე არ ფიქრობს, ზეწოლის მიზეზი ნავთობია
ნავთობი არის ვენესუელაზე აშშ-ის ზეწოლის კამპანიის „ცენტრში“, – ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
კოლუმბიის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ფიქრობს ვენესუელის დემოკრატიზაციაზე და არც ნარკოტრეფიკინგზე, რადგან, მისი მტკიცებით, ვენესუელა არ ითვლება ნარკოტიკების მსხვილ მწარმოებელად.
პეტრომ ისაუბრა ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის საკუთარ ძალისხმევაზე და განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ისტორიაში ნებისმიერ სხვა მთავრობაზე მეტი კოკაინი ამოიღო.
კითხვაზე, თუ რატომ არ აღიარა ტრამპმა კოლუმბიის ძალისხმევა, პეტრომ გან უპასუხა: „სიამაყის გამო. ტრამპი ფიქრობს, რომ მე დივერსანტი, ბანდიტი, ტერორისტი და მსგავსი რამ ვარ, უბრალოდ იმიტომ, რომ მე M-19-ის წევრი ვიყავი“.
ცნობისთვის, M-19 კოლუმბიური პარტიზანული მოძრაობაა, რომელიც აქტიური იყო 1970-იან და 1980-იან წლებში.