კოლუმბიაში წყალდიდობის გამო, 30 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა
კოლუმბიაში წყალდიდობის გამო, 30 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით, მოკოას მუნიციპალიტეტიდან წყალდიდობის გამო, 30 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი.

გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა წყალმა დასახლებაში სამი ხიდი წაიღო და საცხოვრებელ სახლებშიც შეიჭრა. პუტუმაიოს რეგიონში გამოცხადებულია განგაშის წითელი დონე.