კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა
კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა

კოლუმბიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. ლათინური ამერიკის სახელმწიფოს პრეზიდენტობისთვი ორი კანდიდატი, ივან დუკე და გუსტავო პეტრო იბრძოლებს.

პირველ ტურში გამარჯვებისთვის საკმარისი ხმების დაგროვება ვერც ერთმა მათგანმა მოახერხა. პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ კანდიდატმა, ივან დუკემ ამომრჩეველთა ხმების 39 პროცენტის მოგროვება მოახერხა. მისმა კონკურენტი, გუსტავო პეტრო 25 პროცენტით გავიდა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 17 ივნისს გაიმართება.

ეს პირველი საპრეზიდენტო არჩევნებია მას შემდეგ, რაც მთავრობასა და ამბოხებულებს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. ლათინური ამერიკის სახელმწიფოში მთავრობასა და „კოლუმბიის რევოლუციურ შეიარაღებულ ძალებს“ შორის სამოქალაქო დაპირისპირება 50 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ნახევარსაუკუნოვანი კონფლიქტი ოფიციალურად 2017 წლის 15 აგვისტოს დასრულდა. ათწლეულების განმავლობაში დაპირისპირებებს 200 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.