კოლუმბიაში, ნორტე-დე-სანტანდერის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიაში, ნორტე-დე-სანტანდერის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

კოლუმბიაში, ნორტე-დე-სანტანდერის პროვინციაში, სამხედრო ბაზაზე თავდასხმას, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ხელისუფლების ინფორმაციით, ბაზას ცეცხლი ეროვნულ-გამათავისუფლებელი არმიის მეამბოხე ძალებმა ტყვიამფრქვევიდან გაუხსნეს.

ეს თავდასხმა ყველაზე მასშტაბურია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ დაჯგუფებასთან ნოემბერში სამშვიდობო მოლაპარაკებები განაახლა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ხელისუფლებამ, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება კოლუმბიის მთავარ ნარკოკარტელთან მიმართებითაც გასცა.