კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა
Residents and rescue workers search through the rubble of a collapsed building after an earthquake struck Cali, Colombia, Monday, Aug. 10, 2026. (AP Photo/Santiago Saldarriaga)
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან ნანგრევებში ადამიანებს კვლავ ეძებენ.
რამდენიმე ქალაქში სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა. კოლუმბიის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, დღევანდელი მიწისძვრა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. უწყების ინფორმაციით, 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონსა და მეზობელ სახელმწიფოებში – ვენესუელაში, ეკვადორსა და პანამაშიც იგრძნობოდა.
კოლუმბიაში მიწისძვრას გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და განაცხადა, რომ აშშ საჭიროების შემთხვევაში კოლუმბიის დასახმარებლად მზად არის.