კოლუმბიაში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
კოლუმბიაში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

კოლუმბიაში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი ცხრა პირიდან შვიდი ადამიანი დაიღუპა. ორი მგზრის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი ქალაქ პოპაიანის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ის კერძო კომპანიის საკუთრება იყო. რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა. ამ დროისთვის უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.