კოლუმბიაში, მაღაროში ფერდობის ჩამონგრევის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

22:07, 20.08.2026

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღია მაღაროში ფერდობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად დაიღუპა 13 მუშა და შვიდი დაშავდა.

ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევა მაღაროში ფერდობის ჩამონგრევამ გამოიწვია და არა აფეთქებამ, როგორც თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია.

მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მეხანძრეები, ადგილობრივი მოსახლეობა და მძიმე ტექნიკა მონაწილეობდნენ, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამჟამად ყველა დაშავებული და გარდაცვლილი ნაპოვნია.

მსგავსი