კოლუმბიაში კორუფციის წინააღმდეგ აქცია შეტაკებაში გადაიზარდა

09:23, 11.10.2019

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში განათლების სისტემაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და სხვადასხვა საგნები დაუშინეს.

საპასუხოდ პოლიციამ მათ დასარბევად წყლის ჭავლი გამოიყენა.

მსგავსი