კოლუმბიაში ოქროს არალეგალური მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა

12:08, 20.10.2026

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთში ოქროს არალეგალური მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაშავდა.

ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ნარინიოს პროვინციაში, სანტა ბარბარას მუნიციპალიტეტში მოხდა.

გუბერნატორმა ეროვნულ მთავრობას, მაღაროების ეროვნულ სააგენტოსა და მაღაროებისა და ენერგეტიკის სამინისტროს მოუწოდა, რომ უკანონო და მცირე მასშტაბის მაღაროელების ფორმალიზაციის პროცესი დააჩქარონ, რათა სამუშაო პირობები და უსაფრთხოების სტანდარტები გაუმჯობესდეს.

ცნობისთვის, ნარინოს პოროვინციაში მდებარე სხვა მაღაროში მსგავსი შემთხვევა აგვისტოშიც მოხდა, რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი