კოლუმბიაში, ანტისამთავრობო აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა

00:58, 24.11.2024

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში, მემარცხენე პრეზიდენტის, გუსტავო პეტროს მთავრობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ასობით ადამიანი შეიკრიბა.

მომიტინგეები მსვლელობით გაემართნენ კონგრესის შენობისკენ. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: „აღარ გვინდა კორუფცია“ და „პეტრო წადი“.

აქციის მონაწილეებმა გამოხატეს უკმაყოფილება ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკისა და რეფორმების მიმართ.

დემონსტრაცია ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული ბოგოტასა და კიდევ 17 ქალაქში.

მსგავსი