კოლუმბიაში აფეთქებას სულ მცირე სამი სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა
კოლუმბიაში აფეთქებას სულ მცირე სამი სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა

კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში აფეთქებას სულ მცირე სამი სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 14 ოფიცერი.

აფეთქება პოლიციის განყოფილების სიახლოვეს გამთენიისას, სამართალდამცველთა დილის შეკრების დროს მოხდა.

ამ დროისთვის, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველების ვერსიით, თავდასხმის უკან კიდევ რამდენიმე პირი დგას, სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფების წევრები.

მომხდარს გამოეხმაურა კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.