კოლორადოს შტატში ღამის კლუბზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
კოლორადოს შტატში ღამის კლუბზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

აშშ-ში, კოლორადოს შტატში ღამის კლუბზე შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დააკავეს. „ბიბისის“ ცნობით, იგი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშაა და ექიმები ჭრილობებზე მკურნალობენ.

ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ თავდამსხმელი კლუბში მყოფმა ორმა ადამიანმა გაანეიტრალა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელებს „არ შეუძლიათ და არ უნდა მოითმინონ სიძულვილი“.

ცნობილი ხდება, რომ ეჭვმიტანილი კლუბის ტერიტორიაზე შაშხანით შევიდა. პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება განიხილავს, იყო თუ არა ეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და ერთზე მეტი პირი იყო თუ არა ჩართული.

ბოლო მონაცემებით, სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა აშშ-ის კოლორადოს შტატში მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა პირმა გეიკლუბში ცეცხლი გახსნა.