კოლორადოს კაპიტოლიუმში დროებით ტრამპის ფოტო პუტინის პორტრეტით ჩაანაცვლეს
კოლორადოს კაპიტოლიუმში დროებით ტრამპის ფოტო პუტინის პორტრეტით ჩაანაცვლეს

კოლორადოს კაპიტოლიუმში, იქ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტების პორტრეტებია გამოფენილი, ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პორტრეტის ნაცვლად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ფოტო გამოფინეს. შესაბამის ფოტოსურათს ჰეშთეგით #putinpotus კოლორადოს შტატის სენატორი, სტივ ფეინბერგი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამ დროისთვის, ვლადიმერ პუტინის პორტრეტი დარბაზში აღარ არის. თუ ვინ განათავსა რუსეთის ლიდერის პორტრეტი დარბაზში, უცნობია.