კოლორადო სპრინგზში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბანკი გაძარცვა და ფულს გამვლელებს ურიგებდა
კოლორადო სპრინგზში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბანკი გაძარცვა და ფულს გამვლელებს ურიგებდა

კოლორადო სპრინგზში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბანკი გაძარცვა და ფულს გამვლელებს ურიგებდა.

​ინციდენტი შობამდე ორი დღით ადრე მოხდა. თვითმხილველების ცნობით, მძარცველს თეთრი წვერი ჰქონდა, ის ფულს ისროდა და გამვლელებს შობას ულოცავდა. ამის შემდეგ მამაკაცი კაფეში შევიდა და პოლიციას ელოდებოდა.

გავრცელებული ცნობით, ზოგიერთმა გამვლელმა ფული ბანკში დააბრუნა. პოლიციის ცნობით, უცნაური მძარცველი 65 წლის დევიდ ოლივერ უეინია, რომელიც დაკავებულია და სასამართლოს წინაშე წარდგება.