„კოლხეთი“ უზბეკეთის ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT

19:15, 06.02.2025

ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა ფოთის „კოლხეთმა“ მეორე ამხანაგური მატჩი გამართა – კახა ჩხეტიანის გუნდი უზბეკეთის ჩემპიონ „ნასაფთან“ 1:4 დამარცხდა.

ანტალიაში გამართულ დაპირისპირებაში „ნასაფმა“ პირვეკუ ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგო, მაგრამ 53-ე წუთისთვის უკვე 4:0 დაწინაურა. ფოთელთაგან ერთადერთი გოლი დავით კრასოვსკიმ გაიტანა.


„ნასაფი“- „კოლხეთი“ 4:1


გოლები: 1:0 დრაგან ცერანი (22), 2:0 ბახოდირ ხალილოვი (49), 3:0 ოიბეკ ბოზოროვი (51), 4:0 ოიბეკ ბოზოროვი (53), 4:1 კრასოვსკი (73).

„კოლხეთი 1913“ (სასტარტო შემადგენლობა): კოტლიაროვი, ზურაბიანი, ხარშილაძე, გიუნაშვილი, ახალაძე, მოისწრაფიშვილი, ჯიჯავაძე, ფაჩულია, აბუაშვილი, კლიმოვი, ხარებავა.

მე-60 წუთიდან შეცვლაზე შევიდნენ: დათუაშვილი, ერაძე, შეყილაძე, ფაღავა, ინაიშვილი, ხელაია, ფირანაშვილი, ჩიქოვანი, კრასოვსკი, ჩიხრაძე.

მესამე საკონტროლო შეხვედრას „კოლხეთი“ 8 თებერვალს ყაზახური „ულიტაუს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

მსგავსი