უძველესი ქართული საფეხბურთო კლუბი ფოთის „კოლხეთი 1913“, რომელიც ორ წელიწადში ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას გეგმავს, ახალი სეზონისთვის ემზადება და მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა.
გუნდი ფოთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგა 2-ის კლუბს, თბილისის „მერანს“ დაუპირისპირდა. ორი გოლი მეტოქეებმა პენალტით გაიტანს, თბილისელებმა კი გადამწყვეტი გოლი 76-ე წუთზე გაიტანეს და 1:2 გაიმარჯვეს.
„კოლხეთი 1913“ – „მერანი“ 1:2
გოლები: 0:1 ჩიქოვანი (2. პენ), 1:1 გვალია (37. პენ), 1:2 ოზბეთელაშვილი (76)
„კოლხეთი 1913“: შეროზია, კახელიშვილი, ბერაია, ნაფიშვილი, მეგრელიშვილი, გაბელაია, გვალია,გაბისკირია, ხარებავა, კაკუშაძე, მუმლაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ნანავა, შალიკაშვილი, კუპრავა, ტატანაშვილი, გვასალია, მოჰამადი, ჯანელიძე
ფოთის „კოლხეთი 1913“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ზუგდიდის „ოდიშის“ წინააღმდეგ გამართავს – მატჩი ფოთის სტადიონზე 24 თებერვალს გაიმართება.