„კოლხეთი“ სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT
„კოლხეთი“ სეზონისთვის ემზადება #1TVSPORT

უძველესი ქართული საფეხბურთო კლუბი ფოთის „კოლხეთი 1913“, რომელიც ორ წელიწადში ეროვნულ ლიგაში დაბრუნებას გეგმავს, ახალი სეზონისთვის ემზადება და მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა.

გუნდი ფოთის ცენტრალური სტადიონის სათადარიგო მოედანზე ეროვნული ლიგა 2-ის კლუბს, თბილისის „მერანს“ დაუპირისპირდა. ორი გოლი მეტოქეებმა პენალტით გაიტანს, თბილისელებმა კი გადამწყვეტი გოლი 76-ე წუთზე გაიტანეს და 1:2 გაიმარჯვეს.

„კოლხეთი 1913“ – „მერანი“ 1:2

გოლები: 0:1 ჩიქოვანი (2. პენ), 1:1 გვალია (37. პენ), 1:2 ოზბეთელაშვილი (76)

„კოლხეთი 1913“: შეროზია, კახელიშვილი, ბერაია, ნაფიშვილი, მეგრელიშვილი, გაბელაია, გვალია,გაბისკირია, ხარებავა, კაკუშაძე, მუმლაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ნანავა, შალიკაშვილი, კუპრავა, ტატანაშვილი, გვასალია, მოჰამადი, ჯანელიძე

ფოთის „კოლხეთი 1913“ მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ზუგდიდის „ოდიშის“ წინააღმდეგ გამართავს – მატჩი ფოთის სტადიონზე 24 თებერვალს გაიმართება.