„კოლხეთი“ პერტიას „ლიეპაიასთან“ დამარცხდა - ლატვიელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა #1TVSPORT
„კოლხეთი“ პერტიას „ლიეპაიასთან“ დამარცხდა - ლატვიელთა შემადგენლობაში ორმა ქართველმა ითამაშა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთმა“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ტესტმატჩი თამაზ პერტიას გაწვრთნილ ლატვიურ „ლიეპაიასთან“ გამართა და 1:2 დამარცხდა.

პერტიამ ელიგის გუნდის წინააღმდეგ „ლიეპაიას“ ხუთი ქართველი ლეგიონერიდან მხოლოდ რატი არდაზიშვილი და ანდრია ხორხელი ათამაშა – მიზეზი დიდი დატვირთვები იყო, რომლის გამოც ვაჟა ფაცაცია, ლუკა სილაგაძე და გიორგი კუცია დაასვენა.

„კოლხეთი 1913“ პირველ ტაიმში მეტოქეზე საინტერესოდ გამოიყურებოდა, უპირატესობასაც ფლობდა და ბურთსაც აკონტროლებდა. შედეგად, პირველი ტაიმის ბოლოს კირილ კლიმოვმა შორეულ კუთხეში დარტყმით ანგარიში გახსნა – 1:0.

მეორე ტაიმში თამაზ პერტიას მიერ შემადგენლობისა და ტაქტიკის შეცვლამ გაამართლა და ლატვიელები უკეთ გამოიყურებოდნენ – „ლიეპაიას“ გამარჯვებაში მთავარი როლი ნახევარმცველმა მუსტაფა დიაუმ შეასრულა, რომელმაც ორი გოლი (65, 78) გაიტანა და „ლიეპაიას“ თურქულ შეკრებაზე პირველი გამარჯვება მოუტანა.

ბელეკი. ამხანაგური მატჩი:

ლიეპაია – „კოლხეთი 1913“ – „ლიეპაია“ 1:2

გოლები: 1:0 კირილ კლიმოვი (44), 1:1 მუსტაფა დიაუ (65), 1:2 მუსტაფა დიაუ (78)

„კოლხეთი 1913“: კოტლიაროვი (ფასტოვი 65), ზურაბიანი (ფაღავა 55), ხარშილაძე (კვირკველია 75), გიუნაშვილი დათუაშვილი (60), შეყილაძე (ლაკვეხელიანი 46), ჯიჯავაძე (ჟორდანია 46), ფირანიშვილი (ხინთიბიძე 75), გაგნიძე (ზოიძე 46), კოხრეიძე (კრასოვსკი 75), კლიმოვი (არველაძე 70), ჩიქოვანი (ჟოა 70).

„კოლხეთი“ ბელეკში მეოთხე ამხანაგურ შეხვედრას ფერგანის „ნეფტჩისთან“ ჩაატარებს, რომლის ღირსებას ორი ქართველი ფეხბურთელი (ბაჩანა არაბული, გიორგი ნიქაბაძე) იცავს.