„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ესკალაცია არ შეინიშნება
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“ აცხადებენ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის ესკალაცია არ შეინიშნება

სომხეთის სამხრეთით აზერბაიჯანთან ახალი საზღვრის დადგენასთან დაკავშირებით ვითარების გამწვავება „სასაზღვრო ინციდენტია“ და კოლექტიური თავდაცვის დებულებებს არ ექვემდებარება, – ამის შესახებ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ გენერალურმა მდივანმა, სტანისლავ ზასმა განაცხადა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ პოტენციალი მხოლოდ აგრესიის და წევრ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში გამოიყენება. სტანისლავ ზასის თქმით, ამ დროისთვის კონფლიქტის ესკალაცია არ შეინიშნება და ყველა სადავო საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს.