კოლბი კოვინგტონმა ტაირონ ვუდლი დამაჯერებლად დაამარცხა - ვეგას 11-ის ბრძოლების შედეგები
კოლბი კოვინგტონმა ტაირონ ვუდლი დამაჯერებლად დაამარცხა - ვეგას 11-ის ბრძოლების შედეგები

ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (ვეგას 11) გაიმართა. ღონისძიების მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში შედგა. ყოფილი ჩემპიონი ტაირონ ვუდლი ყოფილ დროებით ჩემპიონ კოლბი კოვინგტონს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა კოვინგტონის სრული უპირატესობით წარიმართა. მეხუთე რაუნდში ვუდლის სავარაუდოდ ნეკნი გაუტყდა და მსაჯს დაპირისპირების ნაადრევად შეჩერება მოუწია. შედეგად კოლბიმ კამარუ უსმანთან მარცხის შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა.

აუცილებლად უნდა ითქვას გურამ ქუთათელაძის თანაგუნდელისა და ახლო მეგობარის, დაუმარცხებელი ხამზატ ჩიმაევის მორიგი ბრწყინვალე ბრძოლა და რეკორდი. ხამზატმა ჯერალდ მეერშარტი 17 წამში ერთ დარტყმიანი ნოკაუტით დაამარცხა და 66 დღეში რიგით მესამე გამარჯვება იზეიმა. ეს კი პრომოუშენის რეკორდია.

 

სხვა ბრძოლების შედეგები

დონალდ სერონესა და ნიკო პრაისის ბრძოლა ფრედ დასრულდა.

ჯონი ვოკერმა რაიან სპენი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

მაკენზი დერნმა ეფექტური მტკივნეული ილეთით სძლია რანდა მარკოზს.

კევინ ჰოლანდმა დარენ სტიუარტი მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

დავიდ დვორაკმა ჯორდან ესპინოზას მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სძლია.

დებიუტანტმა დეიმონ ჯექსონმა გამოცდილი მირსად ბეკტიჩს მოულოდნელად მომგუდავი ილეთით მოუგო.

მაირა ბუენო სილვამ მტკივნეული ილეთით დაამარცხა მარა ბორელა.

ჯესიკა როუს კლარკმა დამაჯერებლად სძლია სარა ალპარს.

დერიკ მაინერმა ბრძოლა ტი ჯეი ლარამიზე უკეთ წარმართა და მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩაიწერა პირად აქტივში.

რენდი კოსტამ არნახული ფეხის დარტყმით მიყენებული ნოკაუტით მოუგო ჯოურნი ნიუსონს.

ირვინ რივერა ანდრე იუელთან დამარცხდა.

ტაისონ ნამმა მორიგი გამარჯვება დებიუტანტ ჯერომ რივერას დამარცხებით მოიპოვა.

დატოვე კომენტარი