აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის მებრძოლი კოლბი კოვინგტონი „ამერიკენ ტოპ თიმის“ (American Top Team) წევრი აღარ არის.
დროებითი ქამრის ყოფილმა მფლობელმა ამერიკულ მედიას გუშინ ოფიციალურად დაუდასტურა, რომ ის გუნდისა და დარბაზის შეცვლას აპირებს:
„მე აღარ ვარ ამ გუნდის წევრი. ახლა მე უკვე კოლბი კოვინგტონის გუნდი წევრ ვარ. ახლა ბიზნესსა და გუნდს მხოლოდ ჩემი სურვილით ავარჩევ. რა თქმა უნდა, უდიდეს პატივს ვცემ დენ ლამბერტს. მე ყოველთვის მადლობელი დავრჩები ამ ადამიანის, იმისათვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. მან 9 წლის წინ საშუალება მომცა, რომ მივსულიყავი დარბაზში, მევარჯიშა, საჭმელი მეჭამა, ასევე მან ჩემთვის საცხოვრებელი უზრუნველყო და ფულსაც მაძლევდა. დენი ყოველთვის ჩემს გვერდზე იდგა და მეხმარებოდა. ის ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად, თუმცა მე ამ გუნდთან ერთდ ვარჯიშს აღარ ვაპირებ.“ – განაცხადა კოვინგტონმა MMAJUNKIE-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ კოლბი კოვინგტონმა ბოლო ბრძოლა 2019 წლის დეკემბერში კამარუ უსმანთან ჩაატარა და მეხუთე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.