ხაბიბ ნურმაგომედოვის თანაგუნდელმა ტაგირ ულანბეკოვმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან კონტრაქტი გააფორმა
ხაბიბ ნურმაგომედოვის თანაგუნდელმა ტაგირ ულანბეკოვმა აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატთან კონტრაქტი გააფორმა

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს ხაბიბ ნურმაგომედოვის გუნდის კიდევ ერთი წევრი შეუერთდა.

ქვემსუბუქი (flyweight) წონითი დივიზიონის მებრძოლი ტაგირ ულანბეკოვი, რომელიც ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად ვარჯიშობს, ორგანიზაციის წევრი გახდა. აბსოლუტურმა საბრძოლო ჩემპიონატმა ამის შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამართავს პირველ ბრძოლას ულანბეკოვი და ვინ იქნება მისი მეტოქე. შერეულ ორთაბრძლებში მას სულ 11 ბრძოლა აქვს გამართული და მხოლოდ ერთი მარცხი გააჩნია (10-1, UFC 0-0). ბოლო სამი დაპირისპირება ტაგირმა გამარჯვებით დაასრულა.