კომპანია „კოკა-კოლა“ რუსეთში საქმიანობას აჩერებს. „ჩვენი გულები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც უკრაინაში ამ ტრაგიკული მოვლენების წარმოუდგენელ შედეგებს განიცდიან“, – ნათქვამია „კოკა-კოლას“ განცხადებაში.
რუსეთში საქმიანობას წყვეტს კომპანია „პეპსიც“. კომპანიის განცხადებით, ის აჩერებს რუსეთში კაპიტალის დაბანდებას და სარეკლამო საქმიანობას. ამასთან, „პეპსი“ საქმიანობას აჩერებს უკრაინაშიც, რათა თავის თანამშრომლებს მისცეს საშუალება, უსაფრთხო ადგილი მოძებნონ ომის ესკალაციის ფონზე.
მანამდე, რუსეთში ყველა სახის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა კომპანია „სტარბაქსმა“. რუსეთში 850-ივე რესტორანს ხურავს „მაკდონალდსი“.
8 მარტს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ბიზნესს აჩერებენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Ferrari, Lamborghini, L’Oreal, Rolex და სხვა მსხვილი კომპანიები.