კოკა კაციტაძე - თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, გავაკეთებ ყველაფერს, რომ დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და თანამშრომლები ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან
კოკა კაციტაძე - თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, გავაკეთებ ყველაფერს, რომ დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და თანამშრომლები ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან

თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, გავაკეთებ ყველაფერს სამსახურის პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და თანამშრომლების პოლიტიკური გავლენებისგან დასაცავად, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატმა კოკა კაციტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მას დეპუტატები უსმენენ.

მისი თქმით, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოები ხშირად ექცევა დაუმსახურებლად პოლიტიკური გავლენების ქვეშ, მას ესვრიან ტალახს და დაუმსახურებლად აკრიტიკებენ.

„გაჟღერდა კითხვა, რომ რაღაც საქმეებზე პოლიტიკური მოტივი თუ გინახავთო. პირველ რიგში, მინდა, აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით ასეთ საგამოძიებო ორგანოებთან მიმართებით ყოველთვის არსებობს მაღალი პოლიტიკური ინტერესი და ასეთი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოები ხშირად ექცევა დაუმსახურებლად პოლიტიკური გავლენების ქვეშ, მას ესვრიან ტალახს და დაუმსახურებლად აკრიტიკებენ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, არის, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის სამსახურის განვითარებისთვის. ამიტომ, ჩემი ამ სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, გავაკეთებ ყველაფერს, როგორც უფროსი, იმ საკანონმდებლო ბერკეტებიდან გამომდინარე, რაც ამ სამსახურს აქვს, რათა დავიცვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და დავიცვა ჩემი თანამშრომლები ყველანაირი პოლიტიკური გავლენისგან, რომ მათ ეფექტურად და დამოუკიდებლად აწარმოონ მათ წარმოებაში არსებულ საქმეებზე გამოძიება“- განაცხადა კოკა კაციტაძემ.