კოკა კაციტაძე საქართველოში რუმინეთის ელჩს, რეზვან როტუნდუსს შეხვდა
კოკა კაციტაძე საქართველოში რუმინეთის ელჩს, რეზვან როტუნდუსს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, პირველ მოადგილესთან, გიორგი კვარაცხელიასთან ერთად, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რეზვან როტუნდესს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო მხარეებს შორის ურთიერთობებს და კომპეტენციის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„კოკა კაციტაძემ ელჩთან სამსახურის ფუნქციებზე და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების კუთხით გაფართოებულ მანდატზე ისაუბრა. ასევე, დიპლომატს განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რუმინეთის საელჩოს აქტიური ჩართულობით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობასა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების ევროპული გამოცდილების გაზიარებაზე. სამსახურის უფროსმა რეზვან როტუნდუსს შეხვედრისთვის და ნაყოფიერი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუმინეთის კონსული მარიუს პანდელეა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.