იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.

ანგარიშში წარმოდგენილია სამსახურის მიერ 2022 წელს განხორციელებული ყველა პროექტი და რეფორმა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სამსახურის ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ განვითარებას, გამოძიების ხარისხის უზრუნველყოფას, მსხვერპლთა/დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას, თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომების განვითარებას, ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაში ასახული რეკომენდაციებისა და შიდასახელმწიფოებრივი თუ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

ანგარიში მოიცავს სისხლის სამართლის საქმეებზე სტატისტიკურ ინფორმაციას. კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან ან/და სისხლის სამართლის საქმის ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ანგარიშში, ასევე, საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებსა და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე.