კოკა კაციტაძე - სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არაერთი საგამოძიებო მოქმედება გვაქვს ჩატარებული, მსგავსი რამ გამოკვეთილი ამ ეტაპზე არ არის
კოკა კაციტაძე - სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით არაერთი საგამოძიებო მოქმედება გვაქვს ჩატარებული, მსგავსი რამ გამოკვეთილი ამ ეტაპზე არ არის

ჩვენ ბატონ სააკაშვილს, შესაძლო მოწამვლის ფაქტზე, როგორც თავად აცხადებდა, შევთავაზეთ, მოეწოდებინა ინფორმაცია. როცა ასეთ რამეს ამბობს ადამიანი, მნიშვნელოვანია, მისგან გვქონდეს ინფორმაცია, – ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ განაცხადა.

კაციტაძის თქმით, საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ აქვს პასუხი, სურს თუ არა სააკაშვილს გამოკითხვა.

„ამ დღემდე არ გვაქვს პასუხი, აქვს თუ არა გამოკითხვის სურვილი. ბოლო ფაქტზე ექსპერტიზა შევთავაზეთ მოწამვლის დასადგენად და ამაზეც უარი გვითხრა, თუმცა გამოძიება მაინც ყველა ბერკეტს იყენებს და ყველა მოქმედებას ვატარებთ. რაც შეეხება არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, არაერთი საგამოძიებო მოქმედება გვაქვს ჩატარებული, მსგავსი რამ გამოკვეთილი ამ ეტაპზე არ არის. ვსწავლობთ, რამდენად ადეკვატური მკურნალობა გაეწია“, – განაცხადა კაციტაძემ.