კოკა კაციტაძე გერმანიის ელჩს შეხვდა
კოკა კაციტაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ერნსტ პეტერ ფიშერს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა დიპლომატს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები, ამოცანები, განხორციელებული რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

კოკა კაციტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამსახური ორიენტირებულია გამოძიების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვასა და ინსტიტუციური განვითარების მიზნით საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო გასულ წელს, ქალაქ ლონდონში დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოთა საერთაშორისო ქსელში (ICIN) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაწევრიანებას, რომლის წევრებიც, ქართულ მხარესთან ერთად, ასევე გახდნენ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ბერლინის და ტურინგენის ლოკალური და ფედერალური საპოლიციო უწყებები.

კოკა კაციტაძემ ელჩს ნაყოფიერი დისკუსიისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე ნათია სონღულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ნათია ფირაშვილი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.