კოჯორში ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ გაიხსნა
კოჯორში ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ გაიხსნა

კოჯორში, ბიოლის ცენტრში ტურისტული ატრაქცია „სადილი ცაში“ (Dinner in the Sky Georgia) გაიხსნა.

რესტორანი მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი კონცეფციის – „სადილი ცაში“​ ანალოგია. საქართველო კი რიგით 71 ქვეყანაა, სადაც მსგავსი ატრაქცია იფუნქციონირებს.

პლატფორმა სპეციალური ამწეთი 50 მეტრის სიმაღლეზეა, სადაც სტუმრები დაკიდებულ მაგიდასთან ისადილებენ.

რესტორანი ერთდროულად 22 ადამიანს მოემსახურება.

„სადილი ცაში“ კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა. მსგავსი ტიპის ატრაქცია საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი სანახაობა იქნება.

ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშილი დაესწრო.

დატოვე კომენტარი