კოჯორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

19:43, 13.03.2026

კოჯრის გზაზე ავტომობილში ქალის ცხედარი იპოვეს. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ადგილზე ავტომანქანას, რომლის მინაც ტყვიისგან დაზიანებულია, საგამოძიებო მოქმედებები უტარდება.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი