კოჯორში გზის თოვლისგან გაწმენდა დაიწყო
კოჯორში გზის თოვლისგან გაწმენდა დაიწყო

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, კოჯორში თოვლისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები და ტექნიკური მარილის დაყრა უკვე დაწყებულია.

„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და აღნიშნულ ტერიტორიაზე, ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.