კოჯორში აზეულას ციხესიმაგრის განათების პრეზენტაცია გაიმართება

07:20, 23.09.2018
OLYMPUS DIGITAL CAMERA

OLYMPUS DIGITAL CAMERA

მთაწმინდის რაიონის გამგეობა კოჯორში, აზეულას ციხესიმაგრის ტურისტული მარშრუტისთვის განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციას გამართავს, რომელთა ფარგლებში ციხესიმაგრე და მიმდებარე ტერიტორია განათდება.

როგორც მთაწმინდის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ღონისძიებას დაესწრებიან დედაქალაქის მთავრობის წევრები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ასევე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები. ღონისძიება 18:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

მსგავსი