კოჯორში აზეულას ციხესიმაგრე განათდა
კოჯორში აზეულას ციხესიმაგრე განათდა

კოჯორში აზეულას ციხესიმაგრე და მიმდებარე ტერიტორია განათდა. დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, მთაწმინდის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა​, გიორგი ჩოგოვაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ საზეიმოდ გახსნეს.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, პროექტის ფარგლებში მოეწყო ციხესიმაგრის მხატვრული განათება, ასევე განახლდა იუნკერთა სახელობის სკვერი და შეძლებისდაგვარად მოწესრიგდა მისასვლელი გზები.

„დღეის მდგომარეობით უკვე სრულად არის განათებული ​მიმდებარე ტერიტორია. მნიშვნელოვანი პროექტია. მსგავსი სახის ინფრასტრუქტურული პროექტები პირდაპირ კავშირშია უფრო მეტი ტურისტის მოზიდვასთან. ზოგადად, რაც უფრო მეტი გვექნება მსგავსი სახის რეაბილიტირებული ძეგლები, კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ჩვენი ქვეყანა და ქალაქი ტურისტებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე ინფორმაციით, მთაწმინდის გამგეობიდან პროექტზე 200 000 ლარი დაიხარჯა.