კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, გზის მეწყრული მონაკვეთის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, გზის მეწყრული მონაკვეთის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

კოჯორი-დიდგორის დამაკავშირებელ გზაზე, იუნკერთა ქუჩაზე, გზის მეწყრული მონაკვეთის რეაბილიტაციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. ასევე, გადაადგილება შეიზღუდა კიკეთიდან კოჯრის მიმართულებით და პირიქით.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის კიკეთისა და მანგლისის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელია წყნეთის გავლით.

„აღნიშნული ცვლილება ასევე, შეეხება N316ავტობუსს, რომელსაც მარშრუტი დროებით შეეცვლება. კერძოდ, ავტობუსი კიკეთიდან კოჯრის ბატალიონის მიმართულებით იმოძრავებს, შემდეგ დაბა წყნეთის გავლით,ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებს დაუკავშირდება და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებს. უკუმიმართულებითაც გადაადგილდება შესაძლებელი იქნება აღნიშნული სქემით“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.