კობიაშვილი გერმანიაში გამოარჩიეს და ბუნდესლიგის აღმოსავლეთევროპელთა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს (ვიდეო)

ლევან კობიაშვილი გამოცემა footballski.fr-მა იმ აღმოსავლეთევროპელი ფეხბურთელების სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, რომლებსაც გერმანიის ბუნდესლიგაში ყველაზე წარმატებული კარიერა ჰქონდათ.

საინტერესო ისაა, რომ ლევან კობიაშვილი გერმანული კარიერის დრო (ფრაიბურგი, შალკე, ჰერტა) მარცხენა მცველად და ნახევარმცველად, ასევე საყრდენ და ცენტრალურ ნახევარმცველად თამაშობდა, ის კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაასახელეს. სიმბოლური ნაკრები კი 4-4-2 სათამაში სქემით შეადგინეს.

სიმბოლური ნაკრები

მეკარე: გაბორ კირალი (უნგრეთი)

მცველები: ჰასან სალიჰამიჯიჩი (ბოსნია), რობერტ კოვაჩი (ხორვატია), ლევან კობიაშვილი (საქართველო), დავიდ ალაბა (ავსტრია)

ნახევარმცველები: კუბა ბლაშჩიკოვსკი (პოლონეთი), ნიკო კოვაჩი (ხორვატია), პალ დარდაი (უნგრეთი), ზვეზდან მისიმოვიჩი (ბოსნია)

თავდამსხმელები: კრასიმირ ბალაკოვი (ბულგარეთი), რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)

მწვრთნელი: ერნსტ ჰაპელი (ავსტრია)

ფრანგულმა გამოცემამ ქართველი ფეხბურთელი, რომელიც თამაშების რაოდენობით გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთი რეკორდსმენია, ასე დაახასიათა:

„ის ძმები არველაძეების, გიორგი ქინქლაძისა და თემურ ქეცბაიას შემდგომი თაობის ფეხბურთელია. ლევან კობიაშვილი 20 წლისაც არ იყო, როდესაც ფრაიბურგში ჩაირიცხა. უნივერსალი მცველი, რომელიც თბილისის „დინამოსთან“ ერთად მანამდე საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა, თამაშობდა დაცვიშიც და ნახევარდაცვაშიც. მან მრავალი გადამწყვეტი გოლი გაიტანა ფრაიბურგში, რომელიც 2000-იან წლებში პატარა ქართული კოლონია გახდა, სადაც ასევე თამაშობდნენ მისი მეგობრები ალექსანდრე იაშვილი და ლევან ცქიტიშვილი“, – წერს გამოცემა.

სიმბოლურ ნაკრებში კობიაშილის გასწვრივ შალკე წერია, ანუ საუკეთესოებში ამ კლუბში თამაშის გამო მოახვედრეს: „ფრაიბურგში გატარებული 5 წლის შემდეგ, კობიაშვილი შალკეს შეუერთდა, სადაც მოიპოვა გერმანიის თასი და მონაწილეობდა რამდენიმე ევროპულ კამპანიაში, მათ შორის უეფას თასის ნახევარფინალში. დაბოლოს, მან კარიერა ბერლინის ჰერტაში 2014 წელს დაასრულა, გუნდსი გატარებული 5 სეზონის შემდეგ. კობიაშვილი იყო პირველი ქართველი მოთამაშე, რომელმაც ეროვნულ გუნდში 100 მატჩი ჩაატარა. 2015 წლიდან არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი”.

საინტერესო დეტალია – სიმბოლურ ნაკრებში არ არის ბვერი ცნობილი მოთამაშე. მაგალითად, უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი, რომელიც მიუნხენის ბაიერნში წლების განმავლობაში წარმატებით თამაშობდა და ასევე სომხეთის ნაკრების კაპიტანი ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც დორტმუნდის ბორუსიადან ლონდონის არსენალში გადავიდა.