კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თოვლი იქნება
კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში თოვლი იქნება

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

„17 თებერვალს კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -5, -7 დღის საათებში 0, -2°C.

18 თებერვალს აღნიშნულ ტერიტორიაზე ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები. ღამისა და დილის საათებში მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით შესაძლებელია გაძლიერება 18-20 მ/წმ-მდე და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში -4, -6°C.

19-20 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -13, -15, დღის საათებში -5, -7°C.

21 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C.

22-24 თებერვალს ნარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

25-26 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით შესაძლებელია ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.