კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

12:15, 05.04.2019

კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო სხვა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით აკრძალულია.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მოთხოვნებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი