კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია
კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია

უხვი ნალექის და ქარბუქის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც “პირველ არხს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, ადგილზე გასულები არიან სპეციალისტები, თუმცა ძლიერი ქარბუქი გაწმენდით სამუშაოებს აფერხებს.

“ძლიერი თოვისა და ქარბუქის შედეგად, კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ადგილზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. ადგილზე გასულია შესაბამისი ჯგუფი, ჩვენი სპეციალისტებიც ადგილზე მუშაობენ, თუმცა გზის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებას ქარბუქი უშლის ხელს. ქარი როგორც გუდაური-კობის მონაკვეთზე, ისე მთელ საქართველოში უკვე სუსტდება. ხვალიდან გამოიდარებს, თუმცა დღეს ღამე ტემპერატურა შედარებით მეტად დაეცემა, ვიდრე გუშინ და გუშინწინ”, – განაცხადა სინოპტიკოსმა დავით ლოლაძემ.

დატოვე კომენტარი