„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდა კობი ბრაიანტი BIG3 ლიგაში ითამაშებს. ამის შესახებ ლიგის დამაარსებელმა ჯეფ კვატინეცმა კალათბურთელთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით დანაცხადა.
უფრო ადრე, 2017 წელს, „ბოსტონის“ ყოფილმა მოთამაშემ პოლ პირსმა განაცხადა, რომ სურს BIG3-ში შექმნას გუნდი ბრაიანტთან და კევინ გარნეტთან ერთად.
კობი ბრაიანტი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 1996-2016 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზე 5 საჩემპიონო ტიტული და ოლიმპიური თამაშების ორი ოქროს მედალია.
BIG3 – ამერიკული საკალათბურთო ლიგაა 3×3-ზე ფორმატში, რომელშიც NBA-ის ყოფილი კალათბურთელები თამაშობენ. ეს ლიგა დააარსეს ბიზნესმენმა ჯეფ კვატინეცმა და ამერიკელმა რეპერმა Ice Cube-მა.