კობა ნაყოფია - სააკაშვილთან შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი თავისუფლების საკითხია
კობა ნაყოფია - სააკაშვილთან შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებს განვიხილავთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მისი თავისუფლების საკითხია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი საბრძოლო განწყობაზეა.

როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილთან შეხვედრამდე ნაყოფიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრებს, მათ შორის ყველაზე მთავარი მისი გათავისუფლების საკითხია.

„მიხეილ სააკაშვილი არის საბრძოლო განწყობაზე. მხნედ კი არის, მაგრამ როგორც ექიმებმა განაცხადეს, შიმშილობის გამო უჭირს გადაადგილება, მაგრამ ვიცი, მიშა არის ძალიან ძლიერი ადამიანი, ის ბევრად ძლიეტი დატოვებს საპატიმროს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საკითხი. იმედი მაქვს, ეს ძალიან მალე მოხდება. რა თქმა უნდა, ასევე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, რომელიც ეხება წინასაარჩევნო გარემოს, მზადებას და ასე შემდეგ.

რა თქმა უნდა, იქნება პერმანენტული პროტესტი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი. ახლაა საჭირო თითოეული ადამიანის მხრიდან, ემიგრანტი იქნება თუ აქ მყოფი საქართველოს მოქალაქე, 30 ოქტომბერს მივიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია, მისცეს ხმა ნათელ მომავალს“, -განაცხადა კობა ნაყოფიამ.

რაც შეეხება ჩრდილოვანი კაბინეტის საკითხს, კობა ნაყოფიამ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია გააკეთებს კომენტარს.