კობა ნაყოფია - გრიგოლ ვაშაძე იზიარებს პარტიის ყველა პოზიციას, დღეს მას სხვა შეხვედრები ჰქონდა და ამიტომ არ იყო ელჩებთან
კობა ნაყოფია - გრიგოლ ვაშაძე იზიარებს პარტიის ყველა პოზიციას, დღეს მას სხვა შეხვედრები ჰქონდა და ამიტომ არ იყო ელჩებთან

გრიგოლ ვაშაძე იზიარებს ყველა იმ პოზიციას, რასაც იზიარებს პარტია. ის გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. მე მის გარეშე არც მაქვს უფლება სხვა წინადადებით მოვიდე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძე აღნიშნულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა, რადგან სხვა შეხვედრები ჰქონდა.

„ბატონ გრიგოლს ჰქონდა დაგეგმილი სხვა შეხვედრები სხვა საელჩოებთან, შემდეგ რაუნდზე მას იხილავთ. ყველაფერი, რაც დღეს ელჩებს გადაეცათ, არის სრულიად შეთანხმებული ყველა პარტიასთან. დღეს პოლიტსაბჭოზეც იყო ამ წინადადებების განხილვა. ერთხმად დადასტურდა ეს ყველაფერი. გარწმუნებთ, გრიგოლ ვაშაძე არათუ საქმის კურსშია, არამედ მონაწილეობდა მასში. დღეს მას ჰქონდა შეხვედრები. გრიგოლ ვაშაძე იზიარებს ყველა იმ პოზიციას, რასაც იზიარებს პარტია. ის გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. მე მის გარეშე არც მაქვს უფლება სხვა წინადადებით მოვიდე“, – განაცხადა ნაყოფიამ.