კობა ლურსმანაშვილი - ვითხოვ, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ფეხქვეშ არის გათელილი ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და „პიდარასტების“ მიერ
კობა ლურსმანაშვილი - ვითხოვ, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ფეხქვეშ არის გათელილი ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და „პიდარასტების“ მიერ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ იმ საზოგადოების ინტერესები უნდა იყოს დაცული, რომელთა ინტერესებიც ხშირად ფეხქვეშ არის გათელილი ნარკომანების, ნარკორეალიზატორებისა და „პიდარასტების“ მიერ.

როგორც კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრის მიდგომებს მიესალმება.

„იმ ჯგუფის მიმართ, ვისაც აღიზიანებს თქვენს მიმართ მადლობები, ვიქნები კრიტიკული. როდესაც მინისტრი, სამინისტრო ასეთ ღონისძიებას ატარებს და იქ ყოველგვარი შეცდომების, ძალადობის გარეშე ხდება სიტუაციის რეგულირება, ეს არ მოსწონთ, ხოლო, როდესაც უმცირესობები, ნარკომანები, ნარკორეალიზატორები და მათი მხრიდან ორგანიზებული ჯგუფები ძალადობენ საზოგადოების მიმართ, ასეთ შემთხვევაში, მათ რეაქციებს ვერ ვხედავ. მე, როგორც პარლამენტის წევრი, მივესალმები თქვენს მიდგომებს და ასეც უნდა იყოს უფლება დაცული, როგორც მომხმარებლების ასევე სხვადასხვა უმცირესობების. როგორც მოქალაქე, ცხადია, მე ვითხოვ კატეგორიულად დაცული იყოს საზოგადოების ინტერესები, იმ საზოგადოების, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება სხვების მიერ ფეხქვეშ გათელილი, სწორედაც ნარკომანების, ნარკორეალიზატორებისა და „პიდარასტების“ მიერ”, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.