კობა ლურსმანაშვილი თეა წულუკიანს - როგორ ახერხებთ, გაუღიმოთ ოპონენტებს, განსაკუთრებით კი „მეკუპონე“ რომან გოცირიძეს
კობა ლურსმანაშვილი თეა წულუკიანს - როგორ ახერხებთ, გაუღიმოთ ოპონენტებს, განსაკუთრებით კი „მეკუპონე“ რომან გოცირიძეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ლურსმანაშვილმა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართა კითხვით, როგორც ახერხებს, რომ ოპოზიციასთან ბრძოლაში ყოველთვის გამარჯვებული გამოვიდეს.

კობა ლურსმანაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა: „იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და დღეიდან იუსტიციის სამინისტროს სახელად ვუწოდოთ თეა“.

დეპუტატმა თეა წულუკიანს კითხვა დაუსვა პარლამენტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის სამინისტროს მუშაობის ანგარიშს განიხილავენ. დეპუტატი ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპონენტები იუსტიციის მინისტრს უსაფუძველოდ ესხმიან თავს.

„მსურს, გამოვეხმაურო ოპოზიციის მხრიდან გახშირებულ კრიტიკასა და უსაფუძვლო თავდასხმებს თქვენს მიმართ და გკითხოთ, როგორ ახერხებთ მათთან ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოხვიდეთ და გაუღიმოთ ისედაც შოკში მყოფ, წინა რიგებში მსხდომ ჩვენს ოპონენტებს, განსაკუთრებით კი რომან გოცირიძე „მეკუპონეს“, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.