კობა კობალაძე - ვეთანხმები გიგა ბოკერიას იმაში, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არსებობდა და მუხროვანის ე.წ. ამბოხიც იყო ამ კრიზისიდან გამოსვლის უსუსური მცდელობა
საქართველოს პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა, კობა კობალაძემ ე.წ. მუხროვანის ამბოხის საქმეზე ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, თუ რა უნიჭოდ იყო დადგმული სცენარი, რაც შეეხება მუხროვანის ე.წ. ამბოხს. არც ერთ საბრძოლო ტექნიკას, არც ერთ პირად შემადგენლობას, არ დაუტოვებია სამხედრო ბაზის პერიმეტრი და არ განუხორციელებია კონკრეტული ქმედება. ნებისმიერ სამხედრო ნაწილს, ნებისმიერი სამხედრო შემადგენლობას ჰყავს მორიგე ოპერატიული მორიგე, რომელიც იერარქიულად სამხედრო ნაწილში განვითარებულ მოვლენებზე ან არადისციპლინარულ ქმედებებზე ან დისციპლინარულ გადაცდომებზე მოხსენებას აკეთებს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან.
აბსოლუტურად არც ერთი დოკუმენტი, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს არ ადასტურებდა იმას, რომ სამხედრო ნაწილის ოპერატიულმა მორიგემ მიმართა რომელიმე უბრალო თავის ხელმძღვანელს.
პირიქით, სამხედრო ნაწილის უშუალო ხელმძღვანელი არ იყო კავშირზე არც გენერალური შტაბის უფროსთან არც სახმელეთო ჯარების იმ პერიოდის სარდალთან, ის პირდაპირ სამხედრო ბაზის მეკავშირის როლს ასრულებდა და ეკონტაქტებოდა იმ პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრს, მგონი ვანო იყო მერაბიშვილი“, – განაცხადა კობა კობალაძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება სამხედრო ნაწილში ტექნიკის დაქოქვას, ეს არ არის დანაშაული.
„ამის ასე აღქმა არის ელემენტარულად უვიცობა და გაურკვევლობა. სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობას დღის განრიგში თუ არ არის ტექნიკა საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი და არ არის დაქოქილი, მაშინ არის პასუხისმგებლობაში მოსაყვანი პირადი შემადგენლობის ხელმძღვანელობა.
და კიდევ ერთი, არც ერთი მიმართულებით, არც ერთ ტანკს, მე მაგ პერიოდში მოვიკითხე სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს და პასუხად მივიღეთ, რომ ტექნიკა რომ იყო დაქოქილი, კონკრეტულად ტანკი, ეს არჩენდა ვარაუდს, რომ ეს ტანკი დაიძვრებოდა თბილისისკენ. ეს ვარაუდი რამ ჩამოაყალიბა მე ვკითხე მოსამართლესაც და ბრალდების მხარესაც. ეტყობა ტრაფარეტი ჰქონდა ან ტანკს გაკეთებული მუხროვანი-თბილისი და ა.შ. ცოტა უკვე კომედიაში გადავდივართ ამ ყველაფერში. რაც შეეხება პირადი შემადგენლობის გმირობას, ეს პირადი შემადგენლობა იყო გმირები და მათ შორის, ბევრი არის ხელმძღვანელი და მეთაური, რომელიც კაპიტულაციის შემდგომაც კი, ერთი კვირის და ორი კვირის შემდეგ გამოვიდნენ უკვე საომარი მოქმედებების ზონიდან და პირადი შემადგენლობაც მსხვერპლის გარეშე გამოიყვანეს, და პლიუს ამას იყო გარკვეულად უკმაყოფილება სამხედრო ნაწილებში, რაც იყო განპირობებული იმით, რომ მიატოვეთ პირადი შემადგენლობაც ოფიცერიც, ჯარისკაცებიც და მიუხედავად იმისა, რომ გამოგვეყვანა როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა ასევე, პირადი შემადგენლობა გარდაცვლილი ჩვენი ჯარისკაცები, აქ ზეიმით ვამცნეთ საზოგადოებას ის, რომ ჩვენ ვიყავით გამარჯვებულები ეს არის და ეს.
ვეთანხმები გიგა ბოკერიას იმაში, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არსებობდა და მუხროვანის ე.წ. ამბოხიც იყო ამ კრიზისიდან გამოსვლის უსუსური მცდელობა“, – განაცხადა კობალაძემ.
მისი თქმით. სამხედროებს თავისი წესდება აქვთ, რითაც ხელმძღვანელობენ.
„არც ერთი ამ წესდებიდან გათვალისწინებული ნორმატიული აქტით არ იყო იმის ქმედება განსაზღვრული, რომ იქ ტარდებოდა და ხდებოდა რამე. და მეორე, რაც შეეხება ოთანაძეს, ცხონებული კრიალაშვილის და ლევან ამირიძის დახვრეტას, ეს დახვრეტაც მოხდა იმიტომ, როცა შეეძლოთ რომ ჭეშმარიტება დაედგინათ“, – განაცხადა კობა კობალაძემ.