კობა კობალაძე - ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აღკვეთილი იქნება
კობა კობალაძე - ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აღკვეთილი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კობა კობალაძე ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ოპოზიციის ქმედებები დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული და ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აღკვეთილი იქნება.

მისივე განცხადებით,  აქციის მონაწილეებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება, თუმცა კანონის ფარგლებში.

დეპუტატის განმარტებით, თუ აქციის მონაწილეები კვლავ შეეცდებიან საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას და ხელს შეუშლიან პარლამენტის მუშაობას, სახელმწიფოს შესწევს უნარი, მშვიდობიანად დაამყაროს წესრიგი.

„ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რა მიმართულებითაც არ უნდა იყოს ის, სახელმწიფოს მხრიდან აღკვეთილი იქნება. კანონმდებლობის ჩარჩოებში მათი გამოხატვის თავისუფლება და იდეოლოგიური ხედვა არავის შეუზღუდავს“ ,- განაცხადა კობა კობალაძემ და აქევე დასძინა, რომ საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, 2020 წლის არჩევნებზე  საკუთარი პოზიცია გამოხატოს.