კობა ხაბაზი - ვბრუნდები უკრაინაში, ჩემი ადგილი აქ არ არის, დეპუტატობას დახარბებულთა ჭაობში ვერ გავჩერდები
ვბრუნდები უკრაინაში, ჩემი ადგილი აქ არ არის, დეპუტატობას დახარბებულთა ჭაობში ვერ გავჩერდები, – ამის შესახებ კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.
„ვბრუნდები უკრაინაში. ადამიანმა ხშირად უნდა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, თუ სად მეტის გაკეთება შეგიძლია სამშობლოსთვის.
2012 წელს, არჩევნები როცა წავაგეთ, ზუსტად ვიცოდი აქ უნდა ვყოფილიყავი, ჩემს სამშობლოში. ვიცოდი, რომ ქოციანობის პირველი ტალღის მოგერიებაში ჩემს წვლილს შევიტანდი. დღეს კი ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ადგილი აქ არ არის. ზიზღის, ჭორის, გვერდით მყოფის ლანძღვისა და დეპუტატობას დახარბებულთა ჭაობში ვერ გავჩერდები.
ეს არც საქართველოს გამარჯვების და არც მიშას თავისუფლების გზა არ არის. ეს დეპუტატობის მაძიებელთა გზაა. ამ გზის ფინალი კი ძალიან კარგად ვიცი.
გულზე ხელის ბრაგუნი – „არ გაგაყალბებინებთ“, შემდეგ გაყალბებული არჩევნები, შემდეგ ისევ პროტესტი და ბოლოს „პარლამენტში ცეცხლი უნდა დავანთოთ“ საბაბით პარლამენტში შეპარვა.
არა, აქ ვერ გავჩერდები. რომც გვჩერდე, სარგებელს ვერ მოვიტან.
უკრაინაში იმას მაინც შევძლებ, რომ ოკუპანტები გავამწარო. თანაც მჯერა ერთი გასროლილი ჭურვით ჩემი სამშობლოსთვის და მიშას თავისუფლებისთვის უფრო მეტს გავაკეთებ, ვიდრე აქ ამ ტალახის სროლის მარათონში.
მხოლოდ ერთს გთხოვთ, ერთმანეთის ლანძღვას ამ პოსტის ქვეშ მაინც ნუ დაიწყებთ, უბრალოდ გამარჯვება მისურვეთ“,- წერს ხაბაზი „ფეისბუქზე“.