კობა ხაბაზი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს - თუ მიშას გაათავისუფლებთ, დავტოვებთ პარლამენტსო? იქნებ „არ“ გამორჩა?
კობა ხაბაზი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს - თუ მიშას გაათავისუფლებთ, დავტოვებთ პარლამენტსო? იქნებ „არ“ გამორჩა?

არჩევნების გზის, „მეორე ფრონტის“ და „ყველგან დისკომფორტი უნდა შევუქმნათ“ თეორიის მომხრეებმა გთხოვთ, თავი შეიკავოთ, სინამდვილეში ეგ თეორია ზოგიერთებისთვის სკამის გადარჩენის თეორიაა და სხვა არაფერი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

კობა ხაბაზი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „მიხეილ სააკაშვილს თუ გაუშვებენ, მე და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან“.

„თუ მიშას გაათავისუფლებთ, დავტოვებთ პარლამენტსო? იქნებ „არ“ გამორჩა? იქნებ უნდა ეთქვა: „თუ არ გაათავისუფლებთ, დავტოვებთ პარლამენტსო?“ და თუ არ გაათავისუფლეს, ესე იგი რჩებით პარლამენტში? ანუ „ოცნებას“ უნდა პარლამენტი დატოვოთ, მაგრამ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ და მათ ჯიბრზე რჩებით პარლამენტში? და კიდევ, ანუ თქვენი პარლამენტში ყოფნა იმდენად დიდი დისკომფორტია ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომ შეიძლება, მიშას გათავისუფლებას დათანხმდნენ? ასე „აპრავებთ“ პარლამენტში ყოფნას?

ჰო, ზუსტად ვიცი, 2024-ში ასე გაპრავდება არჩევნებში მონაწილეობა, „ბეჭებზე უნდა დავდოთ ოცნებაო“, „ვერ გაგვიყალბებენ, ხელებს მოვამტვრევთო“, შემდეგ იქნება „ახლა პარლამენტში უნდა შევიდეთ და იქ გავხსნათ ფრონტიო“… პირიქით, პირიქით!

ვთვლიდი და ვთვლი, რომ მხოლოდ უკომპრომისო წინააღმდეგობის მოძრაობით არის ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება შესაძლებელი.

არჩევნების გზის, „მეორე ფრონტის“ და „ყველგან დისკომფორტი უნდა შევუქმნათ“ თეორიის მომხრეებმა გთხოვთ, თავი შეიკავოთ, სინამდვილეში ეგ თეორია ზოგიერთებისთვის სკამის გადარჩენის თეორიაა და სხვა არაფერი“, – წერს ხაბაზი.