კობა ხაბაზი - „დილა მშვიდობისა“ რომ დავწერო, მელიას მომხრეები ხაბეიშვილს გალანძღავენ, ხაბეიშვილის მომხრეები - მელიას, თუ გადავაბიჯე საკუთარ თავს, ორივე მწარედ შემომელანძღება
კობა ხაბაზი - „დილა მშვიდობისა“ რომ დავწერო, მელიას მომხრეები ხაბეიშვილს გალანძღავენ, ხაბეიშვილის მომხრეები - მელიას, თუ გადავაბიჯე საკუთარ თავს, ორივე მწარედ შემომელანძღება

ყველა ისეა გადართული ლანძღვა-გინების მორევში, „დილა მშვიდობისა“ რომ დავწერო, მელიას მომხრეები ხაბეიშვილის ლანძღვას დაიწყებენ და ხაბეიშვილის მომხრეები – მელიას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს.

„ასე მგონია, ეს კოშმარი არასდროს დასრულდება!

საუბედუროდ, საკუთარ შეცდომას ვერცერთი მხარე ვერ ხედავს. ყველა ისეა გადართული ამ ლანძღვა-გინების მორევში, „დილა მშვიდობისა“ რომ დავწერო პოსტში, მელიას მომხრეები ხაბეიშვილის ლანძღვას დაიწყებენ და ხაბეიშვილის მომხრეები – მელიას.

გაინტერესებს, რა უნდა გაეკეთებინა/გააკეთოს პარტიამ? კომენტარში ჩავაგდებ ლინკს.

სხვისი ლანძღვა გაინტერესებთ? ვერ გამოვდგები და ნურც მაიძულებთ, თორემ თუ მაინც გადავაბიჯე საკუთარ თავს, ორივე მწარედ შემომელანძღება“, – წერს კობა ხაბაზი.