კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა
კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსური გამოცემა Global Finance-ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 25-ე ცერემონია გაიმართა.

წელს პირველად გამოცემამ საქართველო ცენტრალური ბანკირების შეფასების რეიტინგში ჩართო და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის 16 საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის დაასახელა. 90 ცენტრალური ბანკირის შეფასება მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება.

ე​როვნული ბანკის ცნობით, ინდონეზიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კობა გვენეტაძემ შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან; სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან ჯიჰად აზურთან; მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან სირილ მიულერთან; ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთან ენტონი დე ლანოისთან და ალტერნატიულ აღმასრულებელი დირექტორთან რიჩარდ დურნბოშთან.

შეხვედრა გაიმართა სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ეროვნული ბანკისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები.