კობა გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საკოლექციო მონეტა აჩუქა
კობა გვენეტაძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საკოლექციო მონეტა აჩუქა

ევროსაბჭო დაარსებიდან 70 წელს, ხოლო საქართველო ამ ორგანიზაციაში წევრობის 20 წლისთავს აღნიშნავს.

ამ თარიღებთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა სპეციალური მონეტა გამოუშვა, რომელზეც, საქართველოსა და ევროსაბჭოს სიმბოლიკასთან ერთად, დატანილია ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები – „მე ვარ ქართველი, და მაშასადამე, ვარ ევროპელი“, რომელიც ქართველმა პოლიტიკოსმა ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანებისას წარმოთქვა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ აღნიშნული მონეტა საჩუქრად გადასცა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან მარია პეინჩინოვიჩ ბურიჩსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.